Friday, March 30, 2012

"მუხრანის ველი" წელს ProWein-ზე პირველად წარდგა


"მუხრანის ველი" წელს ProWein-ზე პირველად წარდგა. მისმა პროდუქციამ უცხოელი მეღვინეებისა და პროფესიონალების დიდი მოწონება დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვეა გამოჩნდა (პირველი ღვინოები დეკემბერში ჩამოასხეს), დიუსელდორფში გამართულ დეგუსტაციებზე კომპანიამ უკვე მოიძია საქმიანი პარტნიორები. მისი ღვინოებით ფინეთი, გერმანია, ჰოლანდია, ჩეხეთი და პოლონეთი დაინტერესდნენ.  

Thursday, March 29, 2012

როგორ მზადდება კარგი ხინკალი

           

ტრადიციული ქართული სუფრა

ცნება“ტრადიციული ქართული სუფრა” ძალზე ფართოდუნდა გავიგოთ და იგი ისტორიულ ჭრილშიც შეგვიძლია წავიკითხოთ და სინქრონულშიც, ანუ გეოგრაფიულში. “ტრადიციული ქართული სუფრა” დროთა განმავლობაშიც იცვლებოდა და რეგიონიდან-რეგიონამდეც, გნებავთ, მთიდან - ბარამდე. ქართული სამზარეულო ალბათ სულ სხვანაირი იყო ადრეშუასაუკუნეებში, აბსოლუტურად განსხვავებული გახდა იგი აღმოსავლური ბატონობის პერიოდში და შემდეგ XIX-XXსაუკუნეებშიც შეიცვალა. გარდა ამისა, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან თითოეული რეგიონის სამზარეულო: იმერული რადიკალურად არ ეთანხმება კახურს, თუშური მეგრულისგან დგას ძალიან შორს და ა.შ. სხვაა წამყვანი პროდუქტი ბარში და სულ სხვა - მთაში.ცნება“ტრადიციული ქართული სუფრა” ძალზე ფართოდუნდა გავიგოთ და იგი ისტორიულ ჭრილშიც შეგვიძლია წავიკითხოთ და სინქრონულშიც, ანუ გეოგრაფიულში. “ტრადიციული ქართული სუფრა” დროთა განმავლობაშიც იცვლებოდა და რეგიონიდან-რეგიონამდეც, გნებავთ, მთიდან - ბარამდე. ქართული სამზარეულო ალბათ სულ სხვანაირი იყო ადრეშუასაუკუნეებში, აბსოლუტურად განსხვავებული გახდა იგი აღმოსავლური ბატონობის პერიოდში და შემდეგ XIX-XXსაუკუნეებშიც შეიცვალა. გარდა ამისა, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან თითოეული რეგიონის სამზარეულო: იმერული რადიკალურად არ ეთანხმება კახურს, თუშური მეგრულისგან დგას ძალიან შორს და ა.შ. სხვაა წამყვანი პროდუქტი ბარში და სულ სხვა - მთაში.